კომპანია “მათე მოტორსის” მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომლის სხდომა გუშინ გაიმართა, აღმკვეთის ღონისძიების სახით გელა ბარკალაიას პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გელა ბარკალაია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლითა (წამება) და 157-ე მუხლით(პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ გელა ბარკალაია ერთხელ უკვე იყო დაკავებული ქრთამის მიცემი ბრალდებით, 2010 წელს.