გლდანის მე-4 მიკრორაიონში მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი აპირებენ ადგილზე სამშენებლო ტექნიკა არ შეუშვან და 24 საათის განმავლობაში იმორიგეონ.
მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი, ნატა ფერაძის თქმით, ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
„აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ადგილობრივი მცხოვრები შოთა სორდია სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ დააკავა. იგი უწმაწურ სიტყვებს გამოთქვამდა, რომელიც კონკრეტულად არავის ეხებოდა. ჩვენ მივმართეთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დახმარებისთვის, რადგან უახლოეს საათებში დაკავებული შოთა სორდიას სასამართლო პროცესი იქნება“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.