ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: “არსებობს მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც საქართველოზე იძიებს შურს”

“არსებობს თიკო ბურჯალიანი, მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის მეორე ყრილობაზე ჩართვისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიის ქალთა ორგანიზაციას ახალი სიცოცხლე ჩაბერა.  მან იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის არის მსოფლიო მასშტაბის და მსოფლიო კლასის იურისტი.

„სირცხვილია, რომ თიკოს უხდება მთელ მსოფლიოში სიარული, პრაქტიკულად ვერ ჩამოდის საქართველოში. მსოფლიო მასშტაბის და მსოფლიო კლასის იურისტი, კვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ცარიელი ხელებით მოუგო რუსეთს რამდენიმე სარჩელი საერთაშორისო სასამართლოებში“, – განაცხადა სააკაშვილმა

აქვე ისაუბრა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე. სააკაშვილის თქმით, თეა წულუკიანის ფუნქცია არის რომ როგორმე საქართველო გამტყუნდეს საერთაშორისო სასამართლოებში.

„პრაქტიკულად, ხელოვნურად შეწყვიტეს გამოძიება მაგალითად, ჰააგის სარჩელებზე, რომ იქნებ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს ჰააგის სასამართლოში და ა.შ. ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ. არსებობს თიკო ბურჯალიანი – საქართველოსთვის დამშვრალი და მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავისზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც რატომღაც მთელ მსოფლიოზე გაბრაზებას საქართველოზე იძიებს შურს თავის პატრონთან ერთად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....