ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილის გაყიდვას სთავაზობს:
„როგორც ჩანს, გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა და ოფიციალურ მეპატრონესთან „რუსთავი 2“-ის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. “რუსთავი 2“-ის ყველა ჟურნალისტს მაქსიმალურ თავისუფლებას ვუსურვებ. ქვეყანაში მედიაპლურალიზმი დაცული უნდა იყოს და ჩვენ, სიტყვის თავისუფლების დაცულობას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ“, -განაცხადა მდინარაძემ.
უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია.