ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო-ეს ხომ ცინიზმია”: ზაქარია ქუცნაშვილი “რუსთავი 2”-ს

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის მფლობელობის 60 პროცენტიანი წილის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთნებას,  “რუსთავი 2”-თანვე   აფასებს:

„მე არ მიმაჩნია, რომ “რუსთავი 2” არის საქართველოს დამოუკიდებელი მედიის გარანტი. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ “რუსთავი 2,” როცა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იყო, ტყუილს ლაპარაკობდა და ამის უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ახლა, როცა გვარამია-სააკაშვილის ტელევიზიაა, ახლაც ტყუილს ლაპარაკობს.

თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო. ეს ხომ ცინიზმია და შეურაცხყოფა დანარჩენი ყველა ჟურნალისტის მიმართ. გვარამია-სააკაშვილამდე ვინც კი იყო მისი მესაკუთრე, დამფუძნებელი თუ მფლობელი, ყველა მიიჩნევს რომ ეს ტელევიზია იყო წართმეული,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე განმარტებით, სასამართლოში გამართული პროცესი  ორ კერძო პირს შორის დავაა.

უზენაესმა სასამართლოს “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადასცა.

იტვირთბა....