საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა:
„მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“, ისევე როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას. ეს არ არის პიროვნებების დაკვეთა, რომ მედია იყოს პლურალისტული, მედია იყოს თავისუფალი, ეს საზოგადოების დაკვეთაა. მთავარი პრინციპი, რაც უკავშირდება თქვენს თავისუფლებას, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, იქნება უზრუნველყოფილი… არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, რადგან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
“რუსთავი 2” უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაშს გადაეცა.