ახალი ამბები მედია მთავარი

“ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი 2-თან” პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” მისვლას გეგმავენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტ საბჭოს წარმომადგენლები. მათი თქმით, ტელეკომპანიის ეზოში გაიმართება პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომა. პარტია აპირებს სამომავლოდ სამოქმედო გეგმები განსაზღვროს.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ტელეკომპანიასთან სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად რიგითი მოქალაქეები და საკოორდინაციო საბჭოს წევრი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ნაწილმა ღამე “რუსთავი 2-ის” ეზოში გაათენა.

დილიდან კი სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერები თავისუფალი სიტყვის დასაცავად შენობასთან შეკრებას იწყებენ.

 

იტვირთბა....