ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2″-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური.”-ნათქვამია განცხადებაში.
უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადასცა.

