“ჩვენ ყველა კარს დაგვიხურავენ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის მყიფე ხელშეკრულებაც შეწყდება. არ ვიცი, შეიძლება ეს ხელისუფლების მიზანიც იყო”, -ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “არჩევანის” საგანგებო ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 2 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, აუცილებლად გაუქმდება, რადგან “ქვეყნას ყველგან კარს დაუკეტავენ”:
” როგორც კი ეს რეჟიმი აღარ იქნება ამ ქვეყანაში, ყველა ის ადამიანი თავს ამოყოფს იქ, სადაც უნდა ამოყოს”-განაცხადა გვარამიამ 9 მოსამართლეზე, რომელთაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანეს.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება საქმე, რომ ეს გადაწყვეტილება შეჩერდეს.

