ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“როცა ინგრეოდა ქვეყანა სანდრო გირგვლიანზე, ვანო მერაბიშვილს კურიერის წამყვანები კითხვებს რეფორმებზე უსვამდნენ”

„როცა ინგრეოდა ქვეყანა სანდრო გირგვლიანის თემაზე, „რუსთავი 2“-ზე იჯდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამ დროს „კურიერის“ წამყვანები კითხვებს უსვამდნენ შსს-ს რეფორმებზე“, – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ქიბარ ხალვაშისდროინდელი „რუსთავი 2“ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე.

„ცუდ რამეს ვიძახი ახლა, მაგრამ უნდა ვთქვა: მაშინ ჩვენ ტელეკომპანია „იმედზე“ ვაშუქებდით სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის თემას, უფლებაშელახული ადამიანების თემას, სახლკარიდან გამოყრილი ადამიანების თემას, თაბუკაშვილის ქუჩიდან გამოყრილი ადამიანების თემას და ა.შ. ეს მახსენდება იმ ადამიანთან დაკავშირებით ვინც დღეს იბრძვის „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად. ამიტომაც მე ჩემი კითხვები მაქვს ამ ადამიანთან და მომეცით უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია, არ მჯეროდეს, იმის, რომ ეს არის სამართლიანობისთვის ბრძოლა”.

იტვირთბა....