ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

სად არის ქიბარ ხალვაში და რატომ გეგმავს ის დვალთან და აქიმიძესთან შეხვედრას

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მფლობელობაზე მოდავე ბიზნესმენი, ქიბარ ხალვაში საქართველოშია. ინფორმაციას “პრაიმტაიმთან” საუბრისას ბიზნესმენის და, ფატი ხალვაში ადასტურებს.

“ვიცი, რომ ეს ვიზიტი დაახლოებით ათი დღის წინ ჰქონდა დაგეგმილი. უცხოელი სტუმრები ჰყავს და თბილისში შეხვედერებს მართავს სრულიად სხვა თემაზე. მისი ჩამოსვლა არ უკავშირდება “რუსთავი2″-ს და დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესს”, – განაცხადა “პრაიმტაიმთან” საუბრისას დეპუტატმა ფატი ხალვაშმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში შეხვედრას გეგმავს “რუსთავი2”-ის პირველად დამფუძნებლებთან – დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან, რომლებმაც გუშინ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და იმედი გამოთქვეს, რომ ტელეკომპანიის მისთვის მიკუთვნების შემთვევაში ხალვაში საჯაროდ დადებულ პირობას არ გადათქვამს და მათ “რუსთავი2”-ის 50 პროცენტიან წილსა და მენეჯმენტის დანიშვნის უფლებას დაუბრუნებს.

primetime.ge

იტვირთბა....