ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როდის მისცემს დეკანოზი მამალაძე პროკურატურას ჩვენებას

დეკანოზის დაკითხვა გაგრძელდება მაშინ, როცა გაირკვევა პროკურატურა აპირებს თუ არა მამა გიორგის ოჯახის დაცვით უზრუნველყოფას, -ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ.მატროსოვის ციხესთან განაცხადა:
”უკვე რამდენიმე დღეა გაუთქმელობის გაუქმებაზე აქვთ შეტანილი ადვოკატებს განცხადება და პასუხი არ არის, არც ჩვენს მოთხოვნაზეა პასუხი დაცვის ღონისძიებებზე. როგორც იცით, მეორე დაკითხვის დროს დეკანოზი ცუდად იყო და განაცხადა, რომ თუ არ განხორციელდება ოჯახის დაცვის ღონისძიება, ჩვენებას არ მისცემს. ამის თაობაზე ოქმშიც დაფიქსირდა. დეკანოზმა თავისი ხელით დაწერა განცხადება, რის შესახებაც პროკურატურამ თქვა, რომ გონივრულ ვადას იღებს. მათი გონივრული ვადა გონებიდან გამომდინარე რამდენი ხანი გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. მამა გიორგი ამ საქმეში არის უდანაშაულო”, – განაცხადა ადვოკატმა.

იტვირთბა....