საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„გაცნობებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
ცნობისთვის, გუშინ მედიას პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომა 7 მარტს ჩაინიშნა.