რამდენიმე დღეში გვარამია “რუსთავი 2” – ში არ იქნება, – უფლებადამცევლი ნიკოლოზ მჟავანაძე აქციას ეხმიანება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე “რუსთავი 2” -ის სასამართლოს პროცესის პარალელურად გაიმართება.
„ნიკა გვარამია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბურჭულაძეს ეუბნებოდა თუკი შენს გუნდს ივანიშვილთან ურთიერთობა ექნება რუსთავი 2 -ის კარი თქვენთვის დაიკეტებაო. მათთან საუბარი უფრო მგლის თავზე სახარების კითხვაა.
ჩანაწერში ნიკა გვარამია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბურჭულაძეს ეუბნებოდა თუკი შენს გუნდს ივანიშვილთან ურთიერთობა ექნება რუსთავი 2 -ის კარი თქვენთვის დაიკეტებაო, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ
რუსთავი 2 ბიძინაფობიით შეპყრობილი ადამიანების კრებულია.
დღეს უზენაეს სასამართლოსთანაც სწორედ ამ ხალხის კატეგორია იქნება, გვარამია კი დააკავირდება რომელი პოლიტიკოსი მივა აქციაზე და რომელი თავს შეიკავებს. ვინც არ მივა რა თქმა უნდა შავ სიაში მოხვდება.
მიუხედავად გვარამიას რეპრესიული მანქანის არსებობისა, შემიძლია თამამად ვუთხრა მათ ვინც არ აპირებს აქციაზე მისვლას, ტყუილა ნუ ნერვიულობთ რამდენიმე დღეში გვარამია ისედაც არ იქნება რუსთავი 2 -ში და სანქციებს ასცდებით, აი მისვლის შემთხვევაში კი ხალხის რისხვას კი ვერ გაექცევით,” – წერს მჟავანაძე.