ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

შსს-მ ტყის მცველის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ შიდა ქართლში, სოფელ ხოვლესთან ტყეში ტყის მცველის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც “მეტრონომს” უწყების პრეს-სამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 50 წლამდე ტყის მცველი სახლიდან 25 თებერვალს გავიდა, ოჯახის წევრებმა კი სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართეს, რაც მისი კუთვნილი ცხენი სოფელში მარტო დაბრუნდა და სატელეფონო კავშირი ვეღარ დაამყარეს.

იტვირთბა....