ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ციანიდის საქმის მოწმე აღარ არის, მოწმე გაგვიფუჭდა”: მთავარი მოწმე მთავარი პროკურორის როლში

“ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ვხედავთ, რომ მთავარი პროკურორის როლშია”, – ასეთ განცხადებას აკეთებს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, დავით უსუფაშვილი. მან ამის შესახებ გადაცემაში ”360 გრადუსი” ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ ციანიდის საქმეში მხარეების მხრიდან ადგილი აქვს ბრძოლას წესების გარეშე. უსუფაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს სასულიერო პირების გაპოლიტიკოსებისა და მათი დებატებში ჩართვის პროცესი.
“ჩვენ ვხედავთ გამალებულ პროცესს, სასულიერი პირების გაპოლიტიკოსების და პოლიტიკურ დებატებში ჩართვის, რომელსაც ზოგიერთი მათგანი სიამოვნებით აკეთებს, სხვები იძულებულნი არიან ამას შეეწინააღმდეგონ, სიმართლე უთხრან საზოგადოებას და შედიან ამ როლში. ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მთავარ მოწმეს, რომელიც მთავარი პროკურორის როლშია. ეს მოწმე ცდილობს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს მის სიმართლეში, ის მოწმე აღარ არის, მოწმე გაგვიფუჭდა. ამავდროულად პროკურორი გამოდის და იმის გამო, რომ დაცვის მხარის თავდასხმები აირიდოს, გვეუბნება წყევლა-კრულვის თაობაზე, რაც ბრალდებულმა უთხრა. ჯამში მივიღეთ აბსურდის თაეტრი, რომელშიც ჭეშმარიტების გარკვევაც რთულდება. პარალელურ რეჟიმში ზიანდება ჩვენი საერთო თანაცხოვრების ველი” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმე ეხება დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს, რომელიც მკვლელობის მომზადების მოტივით დააკავეს.

იტვირთბა....