ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

სენაკში დაკარგული ბავშვის საქმეზე დაკავებული შემთხვევის ადგილას მიიყვანეს

სენაკში 8 წლის ბავშვის გაუჩინარების საქმეზე დაკავებული  შემთხვევის ადგილზე პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლებმა მიიყვანეს. დაკავებული, სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებს 24 თებერვალს მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

რამდენიმე დღის წინ სენაკში 8 წლის მოზარდი დაიკარგა, არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა.

საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის დახმარების არაღმოჩენას გულისხმობს.

იტვირთბა....