სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, პირი ბრალდებულია დაუხმარებლობაში და საქმე აღძრულია 129-ე მუხლით.
ამ წუთებში მდინარე ტეხურაზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციითვე, მოზარდი მდინარეში ჯართის შეგროვებისას ჩავარდა. 8 წლის მოზარდს 23 თებერვლიდან ეძებენ. ბავშვის მშობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.