ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

8 წლის მოზარდს უკვე მდინარეში ეძებენ, ხოლო მისი მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ

სენაკში დაკარგულ 8 წლის მოზარდს უკვე მდინარეში ეძებენ, ხოლო მისი მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ. 8 წლის მოზარდს 23 თებერვლიდან ეძებენ. როგორც დაკარგული ბავშვის მშობლები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდეს.

ამ წუთებში ოჯახის წევრები და ნათესავები მდინარე ტეხურის ხიდზე იმყოფებიან, სამაშველო ბრიგადები კი სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე “სისხლის სამართლის საქმე” აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.

იტვირთბა....