დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ბრალდებულს საქმეში არსებული მომწამლავი ნივთიერება ციანიდი ჩანთაში არ ჰქონდა და ჩაუდეს. ამის შესახებ ფანცულაიამ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა:
„მამა გიორგი მამალაძეც ციანიდი ჩაუდეს… მოვა დრო ის ყველაფერს იტყვის და ყველა დარწმუნდება, რომ ის ადამიანი მართალია“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.