ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მამაკაცი გათავისუფლების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 69 წლის მამაკაცი ცხინვალის ციხიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამირან გუგუტიშვლს თქმით, მას ოკუპანტები დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ექიმის განცხადებით, პაციენტს ტვინის შერყევა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შეგახსენებთ, ამირან გუგუტიშვილი რუსმა ე.წ. მესაღვრეებმა 4 დღის წინ, გორის რაიონის სოფელ კოშკას მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში დააკავეს, სადაც ფიჩხის მოსაგროვებლად იყო ჩასული.

იტვირთბა....