ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ.
მათი განმარტებით, მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარება ე.წ. ციანიდის საქმეს უკავშირდება.
შეგახსენებთ, გუშინ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხეს. მან რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და მიზეზად ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. დღეს მისი დაკითხვა კვლავ განახლდება.