ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დაკავებული დეკანოზი მარტო არ მოქმედებდა და ეს მომავალშიც გამოჩნდება”

 

 

დაკავებული დეკანოზი მარტო არ მოქმედებდა და ეს მომავალშიც გამოჩნდება, -ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე პოკურატურის მთვარმა  მოწმემ  ირაკლი მამალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი განმარტებით,  მტკიცებულებები შეიცვას ჩანაწერებს,  რომელშიც სხვა პირებიც ფიგურირებენ, ეს ჩანაწერები კი  მძიმე მოსასმენია. მამალაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩანაწერები მან თავად გააკეთა, რადგან ფიქრობდა რომ “არ იყო ჯანსაღი სიტუაცია”:
”ის რაც გამოიკვეთა და რა საფრთხეც დავინახე, ეს შემდეგ მტკიცებულების სახით მოვიპოვე და ამის შემდეგ მივედი საგამოძიებო ორგანოში. მე გავაკეთე ჩანაწერი ჩემი თავდაცვის მიზნით, რადგან ვფიქრობდი, რომ აქ არ იყო ჯანსაღი სიტუაცია და შესაძლებელია ყოფილიყო ნებისმიერ მომენტში ჩემს წინააღმდეგ შემოტრიალებული.  სურათით, რომელიც არსებობდა და პროცესით, რომელიც მიმდინარეობდა, დიდი ალბათობით მეც ჩვეულებრივად გავხდებოდი ამ დანაშაულის თანამონაწილე. თავიდან რაც ითქვა, რომ განმცხადებლის მიერ დაფიქსირდა, რომ დანაშაული იგეგმებოდა უმაღლესი სასულიერო პირის მიმართ და ეს შესაძლოა ყოფილიყო პატრიარქი, ეს პირდაპირ არის განცხადებაში. ასე რომ ვერავინ იტყვის, რომ პროკურატურამ იცრუა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. ასე დაიწყო გამოძიება, ასე მივუთითე მე. მე დავინახე ეს საფრთხე, თორემ, სხვას კი არ დაუნახავს. მე ვხვდებოდი მამა გიორგის და მე მქონდა მასთან ურთიერთობა. პირადად მითხრა. ზოგადი სურათი გამოიკვეთა, თუ ერთობლიობის შედეგად დავინახე ეს საფრთხე, ამას გამოძიება იტყვის”, – აცხადებს მამალაძე.

იტვირთბა....