სოფელ კოშკადან ოკუპანტების მიერ გატაცებული 69 წლის ამირან გუგუტიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამირან გუგუტიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, როდესაც საკუთარ ბაღში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა.