ახალი ამბები მთავარი სამართალი

კარალეთის ბაზაზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი გარდაიცვალა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს კარალეთის ბაზაზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი 34 წლის სოსო ანესაშვილი გარდაიცვალა.

სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი წვრთნებში იღებდა მონაწილეობას, გავრცელებული ინფორმაციით, მან არასწორი მანევრირების შედეგად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

ექსპერტიზა სამხარაულის რეგიონულ ბიუროში ჩატარდა. გარდაცვლილი სპეცრაზმელი სოფელ ხელთუბანში სახლში უკვე გადაასვენეს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....