კოჯრის ტყეში 25 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ის ჩამომხრჩვალი იყო.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.