ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეკანოზი დავით შარაშენიძე საპატრიარქოში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე საპატრიარქოში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„საპატრიარქოში არანაირი ჩხრეკა და სამართლებრივი მოქმედება არ ჩატარებულა. მე მქონდა გასაუბრება მისი უწმინდესობის დაცვის უფროს ზურაბ ბუჩუკურთან და დაცვის სხვა წევრებთანაც. არც ერთმა მათგანმა ეს მოვლენა არ დაადასტურა. რა თქმა უნდა, ისინი არიან იარაღით აღჭურვილები. როგორც იცით, დაცვის სამსახური შსს-ს დანაყოფია და მას ექვემდებარებიან. ბუნებრივია, მათ ამ იარაღის ტარების უფლება აქვთ. ჩხრეკასთან და იარაღის არსენალთან დაკავშირებული ინფორმაცია სრული აბსურდია“, – განაცხადა დეკანოზმა “იმედთან”.

შეგახსენებთ, რომ  ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საპატრიარქოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა იარაღი ამოიღეს.

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის ინფორმაციითაც, საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა.

იტვირთბა....