ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

შპს ”ყაზტრანს გაზი მარეგულირებელ კომპანიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმდინარე კვირას მიმართავს

შპს ”ყაზტრანს გაზი” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომპანიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმდინარე კვირას მიმართავს. კომპანიის სპეციალურ მმართველს უჭირს იმის დაკონკრეტება, გაიზრდება თუ არა ტარიფები მომხმარებლებისთვის. გაზრდა-არგაზრდის საკითხზე უკკვე მარეგულირებელმა კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს.

”რაც შეეხება გაზის ტარიფს, დღევანდელი რეგულაციით უკვე კომპანიებმა ყოველ წელს უნდა წარადგინონ მოთხოვნა გაზის ტარიფთან დაკავშირებით, რაც შეეხება გაზრდა-არგაზრდას, ეს უკვე მარეგულირებელზეა დამოკიდებული. ტარიფი დამოკიდებულია ნასყიდობზე, დოლარის კურსზე, აბონენტთა რაოდენობაზე და ა.შ. ამიტომ ზუსტად თქმა, რომ შეიძლება ტარიფი გაიზარდოს, შემცირდეს ან იგივე დარჩეს, შეუძლებელია. ჩვენ კომისიას ამ კვირაში მივმართავთ”, – აღნიშნა კომპანიის სპეციალურმა მმართველმა მამუკა კობახიძემ.

 

იტვირთბა....