ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დააზარალებს”

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობა”  საქართველოს ხელისუფლებას, სომხეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის მიმდინარე შესაძლო მოლაპარაკებებს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, ორ ქვეყანას შორის, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური საუბარი მიდის.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა რურუას განცხადებით, ეს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი იქნება და იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას შეიძლება მოჰყვეს.

„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ყველანაირი წინაპირობის გარეშე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დააზარალებს. გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ასევე გამორიცხავს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საერთოდ საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის აღდგენას ამ ტერიტორიაზე,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

იტვირთბა....