ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისთან ახლოს, ქვიტკირის გზაზე მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველთა განცხადებით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი მოზარდი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.