გორში, ქარიშხალმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა ავტომობილები.
ქარიშხალმა ზიანი მიაყენა საგარეჯოსაც. ერეკლე მეორის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ ბანკს სახურავი გადახადა.
როგორც ,,ქრონიკას” საგარეჯოს გამგებელმა განუცხადა, სახურავი გზაზე გადმოვარდა და 10-მდე მანქანა დააზიანა. გიორგი გზირიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს რა სახით მოხდება დაზარალებულების დახმარება.
მომხდარის გამო, აღნიშნულ ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.