სენაკში მესამე დღეა 8 წლის ბიჭს ეძებენ. ინფორმაციას დაკარგულის მამა ჟურნალისტებთან ადასტურებს, რომლის ინფორმაციითაც ნიკა გაბეჩავა სამი დღის წინ, დაახლოებით 15 საათზე ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.
სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ, თუმცა ოჯახს დაკარგული ბავშვის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
ცნობილია, რომ ბავშვს გულზე ოპერაცია აქვს გაკეთებული.