პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ეკლესიის მტრების მიერ არის კარგად ორგანიზებული, -ამის შესახებ ოხანაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.
“ყველაფერს ვიტყვი, ეს შეიძლება საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყოს, იმაზე უფრო მეტი რაც ახლა ხდება. ციხე შიგნიდან ტყდება”, – ამბობს გადაცემის მიერ გავრცელებულ ანონსში სოსო ოხანაშვილი.
მისივე თქმით, “პატრიარქის კარზე სულ იყო ასეთი ინტრიგები და ეს გარედან მართული პროცესებია”.
“პირდაპირ უთხრეს პატრიარქს და მე იმიტომ გამომიძახეს, რომ მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და მოხდეს ჩემი ამ საქმესთან დაკავშირება”,- აცხადებს ოხანაშვილი.