ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს. შენდობის კვირასთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ტაძარში 18:00 საათიდან დაიწყება.
შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

იტვირთბა....