ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი სამებაში წირვას არ დასწრებია

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა. როგორც ცნობილი იყო, წირვა პატრიარქს უნდა ჩაეტარებნა, თუმცა ილია მეორე სამებაში წირვას არ დაესწრებია. ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ ეს პატრიარქის პირველი წირვა და ქადაგება უნდა ყოფილიყო. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელთმსახურები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რატომ არ დაესწრო წირვას პატრიარქი.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის მიერ წირვის ჩატარების შესახებ, მისმა ექიმმა, ცისანა შარტავამ გაავრცელა:
“პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი დღეს წირვას აღავლენს”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

იტვირთბა....