გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. 69 წლის ამირან გუგუტიშვილი საკუთარ ბაღში შეშის მოსატანად იყო წასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, -ინფორმაციას სოფელ კოშკას მაცხოვრებლები ადასტურებენ.
ადგილობრივების თქმით, ამირან გუგუტიშვილი სავარაუდოდ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.