aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისში, კლინიკა “უნიქალ მედიში” 18 წლის გოგონა გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში, კლინიკა “უნიქალ მედიში” 18 წლის ნათია შეყილაძე გარდაიცვალა. ის კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა, რასაც 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება მოჰყვა. გარდაცვლილი 18 წლის ნათია შეყილაძის ოჯახის წევრები გამოძიებას ითხოვენ.

პაციენტის ახლობლები ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებაშ ექიმებს ადანაშაულებენ.

კლინიკა “იუნიქალ მედის” დირექტორის განცხადებით კი ექიმებს მკურნალობისას შეცდომები არ დაუშვიათ და პაციენტი აპარატიდან გუშინ დილით, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, გამორთეს. თუმცა, რა გახდა სიკვდილის მიზეზი, მისთვის უცნობია. სამედიცინო პერსონალი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

იტვირთბა....