განათლების მინისტრი და მესამე ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ორი დღის წინ საპატრიარქოში სტრუმრობის მიზეზს განმარტავს. მისი თქმით, მან და კახი კალაძემ პატრიარქს ე.წ. ციანიდის საქმეზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქსაც და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებს და მათი მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, როცა ასეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ცალსახად საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ჩვენი ხელისუფლება, პირადად პრემიერი, დიდ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს, იმას რომ გამოძიება სამართლიანად, გამჭვირვალედ წარიმართოს და ბოლომდე მივიდეს,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.