მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ბათუმში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთ სასწავლებელში, რომლის რექტორიც მამა გიორგი მამალაძე იყო, პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და სასწავლებლის თანამშრომლებს მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერის გადაცემა მოსთხოვეს, თუმცა სასწავლებელში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხელნაწერის გადაცემა არ მოხდა, რადგანაც ისინი დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ პირი მართლა პროკურატურის თანამშრომლი იყო.
“მოვიდა ახალგაზრდა, რომელმაც წარმომიდგინა დოკუმენტი, რომ ის აჭარის პროკურატურის თანამშრომელი იყო. არ ვიცი ეს დოკუმენტი რამდენად სანდო იყო და იყო თუ არა სინამდვილეში უწყების თანამშომრლი.
უბრალოდ ჩემში უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ ის ითხოვდა მამაოს ხელნაწერს, ნებისმიერი სახის, თუნდაც პატარა ფურცლის ნაგლეჯს და თვითონ მოთხოვნის პროცესი იყო ისეთი, რაც უნდობლობას იწვევდა. ეს ადამიანი იყო სხვისი გამოგზავნილი, ასე ჩავთვალე რადგანაც, ის დრო და დრო დირექტივებს ვიღაცისგან ტელოფონით იღებდა. სამჯერ გაბრუნდა და მერე ისევ უკან დაბრუნდა,“ – განაცხადა დირექტორის მოადგილემ მარიამ ტარიელაძემ.