ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სურვილი აღარ დამრჩა იქ ყოფნის”: ბოტკოველი თანამდებობაზე დარჩენას არ აპირებს

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნობის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლასა და თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

“მე მივიღე გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ წმინდა ადგილი თავისუფალი არასდროს რჩება. ვინმე გამოჩნდება, ვინც დაიკავებს ამ ადგილს და თანამდებობას. მე არც სურვილი, არც განწყობა და არანაირი ემოცია აღარ დამრჩა იქ ყოფნის”,- აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა  ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოტკოველს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, ის ვერ დატოვებდა თანამდებობას.

იტვირთბა....