საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გუშინ თბილისში ელექტროენერგიის დაუგეგმავი გათიშვის შესახებ განმარტებას ავრცელებს:
„ენგურჰესზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდებოდა სომხეთიდან, რომლითაც იკვებებოდა ქ. თბილისის ნაწილი და ქ. რუსთავი. 21:41 წუთზე ადგილი ჰქონდა სომხეთთან დამაკავშირებელი 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ გამორთვას, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს და ქ. რუსთავს.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.”-ნათქვამია განცხადებაში.