ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამა ბიქაელ ბოტკოველი შესაძლოა უკან თანამდებობაზე დაბრუნდეს”

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ანდრიაძემ, საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა, რომ  მამა მიქაელ ბოტკოველი შესაძლოა უკან თანამდებობაზე  დაბრუნდეს. მის თქმით,
დღეს დილით არანაირი ახალი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა წასვლის შესახებ ემოციური განცხადება გააკეთა.

”პატრიარქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი,  თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იქნება. უმცა,  ჩემი პირადი აზრია, რომ მიქაელ ბოტკოველი არის პატრიარქის ერთგული თანამებრძოლი და ეკლესიაში მის გვერდით იქნება”, – განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში უნივერსიტეტში იყო და საპატრიარქოში დღეს პირველად მოვიდა, შესაბამისად, არანაირი ახალი ინფორმაცია არ აქვს.

ანდრიაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, დაელოდონ იმის გაგებას, თუ ვინ იქნება საპატრიარქოსთან ოფიციალური საკონტაქტო პირი და მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....