ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოხანაშვილი კი არა, ჯარი რომ წამოსულიყო, იმას ამოვთხრიდი თვალებს”

მამა ლევან ფირცხალაიშვილი  გადაცემა “პრიორიტეტში” ამბობს, რომ ის სანამ ცოცხალია იქ უნდა ყოფილიყო, სანამ პატრიარქი არ გადააყენებდა. მისი თქმით,  ისიც იყო პატრიარქის მდივანი, მაგრამ არსად გაქცეულა.

“შეიძლება ნერვებმა უღალატა და სიმძიმეში ჩავარდა თორემ, როგორ? მეც ვიყავი მდივანი და სად გავიქცეოდი იქიდან. ოხანაშვილი კი არა ჯარი რომ წამოსულიყო, იმას ამოვთხრიდი თვალებს. მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას? მეც ვიყავი პატრიარქის მდივანი და მისი კურთხევის გარეშე როგორ გადავდგებოდი, ეს ხომ ჩემი მხრიდან პატრიარქის შეურაცხყოფა იქნებოდა, დოუმორჩილებლობა იქნებოდა. ოხანაშვილი კი არა, თუ გინდა 15 ოხანაშვილი დამსხმოდა თავს”,-განაცხადა მამა ლევან ფირცხალაიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მამა მიქაელ ბოტკოველმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

იტვირთბა....