თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც კომპანია ”თელასში” აცხადებენ, 24 თებერვალს, ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს და ანდრია აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივი ზემო პლატო II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.