პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, სავარუდოდ, თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე დიმიტრიმ გაავრცელა. მისი განცხადებით, ოხანაშვილმა თანამდებობა სავარუდოდ, საკუთარი სურვილით დატოვა. სხვა დამატებით ინფორმაციას ის არ ფლობს.
მეუფის თქმით, მას ოხანაშვილთან ჯერ-ჯერობით არ უსაუბრია, რადგანაც ამჟამად თბილისში არ იმყოფება.
თუმცა, თავად სოსო ოხანაშვილი, ჯერ-ჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც -ადასტურებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს უახლოეს დღეებში აცნობებს.