ახალი ამბები

მარტში საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა

23 მარტს საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა. კითხვებს ამ თემაზე ნატო-ს სამოკავშირეო მისიაში უპასუხეს. მისიის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს 2017 წლის სამოქმედო გეგმები გააცნო. ცნობილია, რომ მაისის ბოლოს თბილისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაც ეწვევა. განცხადებები გაკეთდა შავ ზღვაში ნატო-ს გეგმებთან დაკავშირებითაც.

“ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა საქართველოს. ეს არის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ვესაუბროთ თავდაცვის მინისტრს და ადგილზე დავაკვირდეთ ვითარებას, იმისთვის, რომ გავეცნოთ საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებს, გამოწვევებს და განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

ასე რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ნატო-ს მუდმივი წარმომადგენლებისთვის. რაც შეეხება შავ ზღვას, ნატო-მ გადაწყვიტა წარმომადგენლობის გაზრდა შავ ზღვაზე პატრულირებისა და დაკვირვებისთვის.

მულტინაციონალური სახმელეთო ძალების შენაერთი რუმინეთში განლაგდება. საქართველოს როლი ამ პროცესში განხილული იყო ახლახანს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ნატო-ს შტაბბინაში.

საქართველო,  რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ამით და სთავაზობს ნატო-ს მხარდაჭერას. ზუსტად როგორ ვითანამშრომლებთ ერთად, რას გავაკეთებთ მომავალში და რას ვგეგმავთ ეს განხილვის თემაა,”- განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

იტვირთბა....