ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი საპატრიარქოში არ გამოჩენილა”

 

პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა, -ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა,  მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. მისივე განმარტებით,  სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში ახლაც არ იმყოფება. თუმცა, მამა მიქაელ ბოტკოველმა არ უპასუხა შეკითხვას, დატოვა თუ არა სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობა.

ცნობისთვის,  ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....