ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია სამ ძირითად საკითხს ეხება. საუბარია სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სრულ დამოუკიდებლობაზე, მის ზედამხედველობაზე და ბიზნესის ინტერესების დაცვაზე. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს.
„პრეზიდენტის პოზიცია მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, სამ ძირითად საკითხს ეხება: პირველი სააგენტო სუსისგან დამოუკიდებელი იყოს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს დირექტივა. ასევე, ბიზნესი უნდა იყოს დაცული და არ უნდა მოხდეს ამ კანონპროექტით ბიზნესის ინტერესებზე შეხება. ხოლო ყველა უფლებამოსილება, რომელიც სააგენტოს ექნება უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ ან ინსპექტორისგან ან სასამართლოსგან,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

