გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-ცენტრში განუცხადეს, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა და მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი. საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.