იღუმენი მამა ილია ვაშაკიძე, რომელიც საპატრიარქოს იურისდიქციაში არ იმყოფება პოსტს აქვეყნებს, სადაც დაკავებულ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეზე და ზოგადად, მიმდინარე მოვლენებზე წერს:
“დამშვიდდით, ქრისტესმიერ საყვარელნო, საქართველოს მოხუცებული პატრიარქი უფალმა კარგად ამყოფოს, ყველაფერი მშვიდად იქნება პატრიარქის ჯანმრთელობის მორიგ გაუარესებამდე.. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ის უბრალოდ განტევების ვაცია.. მე პირადად არ მჯერა მისი დანაშაულისა, მაგრამ რას იზამ, ბიზნესისა და ოლიგარქიული წესია ასეთი: ,,ბიზნეს-აკულები”, განსაკუთრებით კი მათი მოტრფიალენი და თანამოსაგრენი, ყოველთვის ეძებენ განტევების ვაცებს.. განტევების ვაცები კი გმირები ვერასოდეს ხდებიან.. ასეა თუ ისეა, ჩემი აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ დაამტკიცებს თავის სიმართლეს და სულ რაღაც ერთ თვეში დავიწყებას მიეცემა მისი საქმე.. რა, ამა თუ იმ ფორმით, ცოტა სასულიერო პირი გაუწირია საქართველოს საპატრიარქოს და სახელმწიფოს, თუ რა?! სახელმწიფოსაგან და საპატრიარქოსაგან გაწირული და ჩაწიხლული სასულიერო პირების სიის ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ.. მაგალითად საკმარისია უკანონოდ და უმიზეზოდ მსჯავრდებული და დახვრეტილი მღვდელმონაზონი მამა თეოდორე ჩიხლაძე.. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ და ამ მსჯელობის საფუძველზე დამისახელეთ, ვინ დაუცვია ოდესმე საქართველოს საპატრიარქოს საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში.. გმადლობთ..
P.S.: სავარაუდოდ, საპატრიარქოს მხრიდან მსჯავრდებულთა შეწყალებები და რაღაც-რუღაც ხლართულები, წმინდა წყლის ბლეფია და ასე გაგრძელდება კიდევ.. გმადლობთ..”